2017 წლის 23 თებერვლის მიტინგის რეზოლუცია, რომელიც შედგა ევროპის საბჭოს შენობასთან , სტრასბურგში, ვაინახების შუა აზიასა და ციმბირში გადასახლებასთან დაკავშირებით

2017 წლის 23 თებერვლის დემონსტრაციის მონაწილეებმა პატივი მიაგეს, ჩეჩენ-ინგუშთა ტრაგედიის დროს, დაღუპულთა ხსნოვას და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ამ დანაშაულის მსხვერპლთათვის ლოცვა აღავლინეს.

  დღემდე, 1944-1957 წწ. დეპორტირებული ვაინახების რეაბილიტაცია არ მომხდარა. თავად მოვლენა, რუსეთის მიერ არ აღიარებულა გენოციდის აქტად. არ დაუბრუნებიათ ისტორიული ინგუშეთის ტერიტორია პრიგოროდნი რ-სა და ჩეჩნეთის მიწები აუხოს რ-ში, რომლებიც, დეპორტაციის პერიოდში, უკანონოდ გადაეცათ ჩრდ. ოსეთისა და დაღესტნის რეპუბლიკებს.
მიტინგზე დადგინდა, რომ ჩეჩნეთის რეპუბლიკაში დღეს მიმდინარე მოვლენები სტალინის რეპრესიების გაგრძელებაა. რესპუბლიკაში, ტოტალურად ირღვევა ადამიანის უფლებები, კერძოდ, გრძელდება ჩეჩნების გასახლება ოჯახებით. ასევე, ისპობა ერის გენოფონდი, ახალგაზრდების პროვოცირებისა და პასუხად ძალადობრივი მეთოდები გამოყენების გზით, რაც მათ რადიკალიზაციისკენ უბიძგეთ.

 მოცემული ტრაგიკული გარემოებები გვაიძულებს მივმართოთ ევროპის საბჭოს შემდეგი მოთხოვნებით:

  • მოითხოვოს რუსეთის ფედერაციისგან დაიცვას ადამიანის უფლებები ჩეჩნეთის რესპუბლიკასა და საერთოდ, ჩრდილოეთ კავკასიაში.
  • მოუწოდოს ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს, პოლიტიკური ღონისძიებების გატარების გზით, ხელი შეუწყონ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დეოკუპაციას.
  • რუსეთის აგრესიისადმი ჩეჩნური წინააღმდეგობის მონაწილე ყველა პატიმარი, მოყოლებული 1994-1996 წწ. და 1999 წლიდან დღემდე, გამოაცხადოს პოლიტიკურ პატიმრად და მოითხოვოს რუსეთის ფედერაციისგან მათი გათავისუფლება.
  • შეთითხნული სისხლის სამართლის ბრალდებით გასამართლებული, რუსლან კუნტაევი* აღიაროს პოლიტიკურ პატიმრად და მოითხოვოს რუსეთის ფედერაციისაგან მისი გათავისუფლება.
  • რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვოს გადმოსცენ, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დაღუპული პრეზიდენტების – ასლან მასხადოვისა და აბუდულ-ჰალიმ სადუალევის – ცხედრები და ასევე ჩეჩნური წინააღმდეგობის სხვა მონაწილეთა ცხედრები.
  • შეუშვან ევროკავშირის ქვეყნებში, პოლონეთის საზღვართან ბლოკირებული ჩეჩენი ლტოლვილები, რომლებმაც იძულებით დატოვეს სამშობლო, სახელწიფოს მხრიდან დევნის გამო.
  • გაიმართოს საერთაშორისო ტრიბუნალი, რათა მართლმსაჯულებას მიეცეს, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მათ მიერ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ტერიტორიაზე, სამხედრო და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დაშაულებების გამო.

*(2014 წლის თებერვალში კავკასიის ხალხების ასამბლეის თავმჯდომარემ, რუსლან კუტაევმა  გააკრიტიკა რეგულაცია, რომელიც 23 თებერვალს სამგლოვიარო ღონისძიებების ჩატარებას კრძალავს. ამის შემდეგ იგი დააკავეს და ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით, ოთხწლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამასთან, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch აცხადებდა, რომ კუტაევის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნა სწორედ იმ შემთხვევას უკავშირდება, როდესაც იგი დეპორტაციის წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა)

რუსლან კუტაევი

Leave a comment