“მგელი კანონს არ დაარღვევს – მოკვდება… ხროვის სიძლიერე მგელია, მგლის სიძლიერე კი – მშობლიური ხროვა”

ცხოველები ველური ბუნების კანონებს უფრო მკაცრად იცავენ, ვიდრე ადამიანები – მსოფლიოში – ასე იწყებდა თხრობას ერთი მოხუცი, ძველი მონადირე – უცმი.

FB_IMG_1517241027370

სანადიროდ ყოველთვის მარტო დავდიოდი… ბუნებასთან ცალკე ყოფნა, რომ გიწევს, აკვირდები მის საიდუმლოებებს, ხედავ ისეთს, როგორიც სინამდვილეშია. ხედავ და გრძნობ ბუნების, ბედის მთხრობელის, ესთეტიკას.

 შენ, როგორც ცოცხალ არსებას ისე ესაუბრები. პოულობ საერთო, ორივე მხარისთვის გასაგებ ენას. გთავაზობს იცხოვრო მისი კანონებით.

 მაგრამ, ადამიანი უნებლიედ ბუნების მტერია. ზიანისა და უბედურების მომტანს, ძლიერ უჭირს შეიცნოს მისი ასეთი ფასდაუდებელი სილამაზე. მაგრამ, ბუნება მავანის მიმართ დაუნდობელია. ყოველი მიწიერისა და ადამიანთა ტრაგედია, მე ვგონებ – ამბობდა უცმი, – ეს სასჯელია, ბუნების წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. ის ვისაც ერთხელ მაინც გადმოუხედავს სიმაღლიდან თელიპ-ქუორთ (Телип-корт), არასოდეს მიაყენებს ზიანს ბუნებას.

 ხშირად მიდევნებია თვალი თელიპ-ქუორთის მწვერვალიდან. მართლაც, რა ლამაზი შექმნა ალლაჰმა ბუნება!…

 მთვარიან ღამეს, თელიპ-ქუორთის მწვერვალიდან ხელის გულივით მოსჩანს სოფ. ცენთაროი (Центарой) და ჩქარი დინებით მორბენალი წყარო – იასი (Яси). გზაში ლოდებთან ჭიდილით, პაწაწინა ფანტანების შექმნით, წინაღობებისთვის გვერდის აქცევით მიჩუხჩუხებს ბრტყელ მინდორზე და ნოღაის ველების გავლით კასპიის ზღვის მკლავებისკენ მიიწევს.

 ყოველ ჯერზე, როდესაც მწვერვალიდან ძირს ვეშვებოდი, წამით შევჩერდებოდი, ღრმად ჩავისუნთქავდი და წარმოვსთვამდი: “ოჰ, რაოდენ დასანანია ამ სილამაზესთან განშორება”.

ერთხელ, როდესაც მაღალ გადმოკიდულ კლდეს ვუახლოვდებოდი – აგრძელებდა თხრობას უცმი, – ბილიკზე გზა გადაღობილი იდგა 5 მგლისგან შემდგარი ხროვა. პირდაპირ ჩემგან 20 ნაბიჯში. მგლები, უშიშრად აღჭრიალებდნენ ეშვებს და ღვარძლიანად იღრინებოდნენ. მივხვდი, თუ ბილიკს არ დავუთმობდი, შეტაკება გარდაუვალი იქნებოდა. ამიტომ, გზა გავუთავისუფლე, ხოლო მგლებმა გვერდზე ისე ჩამიარეს, რომ სიფრთხილე არც უცდიათ, თითქოს იქ საერთოდ არც კი ვყოფილიყავი. ნახევარი საათიც არ გასულა, რომ ჩემამდე მოაღწია მგლების ყმუილმა. დაახლოებით თელიპ-ქუორთის მწვერვალიდან მოდიოდა, საიდანაც ცოტა ხნის წინ წამოვედი. ეს ყვეფერი ისე ჰგავდა ჩეჩნურ გუნდურ ზიქრს, რომ შევჩერდი, ვტკბებოდი არემარეთი და მთვარის შემყურე დიდხანს-დიდხანს ვუსმენდი მგლების სიმღერას.

 და ასე რამდენჯერმე გადაიკვეთა ჩვენი გზები. მაგრამ, ერთხელაც დადგა დრო გაგვერკვია ერთმანეთში ურთიერთობა. ზურგჩაანთაში სამი მოკლული ხოხობი მედო. ბილიკი, რომელზეც კვლავ გადავეყარეთ, შეტაკებისთვის საშიში ადგილი იყო. ხის ტოტზე ხელმოჭიდებული, ისე რომ ბექიდან არ ვადავვარდნილიყავი, უკან ნაბიჯის გადადგმით გზა გავუთავისუფლე, როგორც წინა შეხვედრებზე ხდებოდა ხოლმე. მაგრამ, ბელადმა მკვეთრი ნახტომით გზა გადამიკეტა. ზურგჩანთა მიწაზე დავდე და თოფის ლულაში ტყვია ჩავდე. ბელადი გადმოსახტომად მოემზადა, მიმახვედრა, რომ პირველი შეიარაღებული შეტაკება არ ყოფილა მისთვის. შემდგომ, ოდნავ მოდუნდა, თითქოს ამბობდა, რომ მშვიდად დაცილების შანსი არსებობდა. საკუთარი რაზმის მიმართულებით რაღაც ჟესტი გააკეთა. ჩემი ჩანთისკენ ორი მგლის მოულოდნელი ნახტომისგან ისე შევცბი, რომ ტოტის ჩემსკენ მივიზიდე და სწრაფად ჩამოვჯექი. თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი, რომ ზურგჩანთისგან ნაფლეთებიღა დარჩენილიყო. ისინი წავიდნენ, თან ერთი ხოხობი წაიღეს. ხროვას ბელადი მიჰყვებოდა უკან. მე დიდხანს გაქვავებული ვიჯექი და მომხდარზე ვფიქრობდი.

 მიუხედავად მომხდარისა, კვლავ და კვლავ დავდიოდი თელიპ-ქუორთის მთებში სანადიროდ. ერთხელაც, ძველი მუხის მახლობლად ჩვენი გზები ისევ შეიყარა. და ახლა ზურგჩანთაში მხოლოდ ერთი ხოხობი მქონდა. მე ჩანთა მაშინვე ხროვის შუაგულში ვისროლე და ოდნავ უკან დავიხიე. მაგრამ, ამჯერად ბელადი თავად მიუახლოვდა, დაყნოსა და ხელცარიელი წავიდა.

 ათეული წელი მგლების საქონელზე თავდასხმას არ ჰქონია ადგილი ჩვენს სოფელში. ადამიანები უკვე გადაეჩვივნენ ტყის მხეცების საფრთხეს. მაგრამ, ერთხელაც ღამით გასროლის ხმა გაისმა, ისმოდა შეძახილებიც. “3-4 ცხვარი გაგუდეს, 2 წაიყვანეს”, “მე ეზოში ვიყავი, ვნახე ნადავლთან ერთად ტყის სიღრმისკენ მიმავალი ორი მგელი, არ დამიჯერებთ, მაგრამ ზურგით ცხვრები მიჰქონდათ, მსგავსი რამ პირველად ვნახე”. “მგლების კანონით – ამბობდა უცმი, – ახლომდებარე სოფლებს ისინი ზიანს არ აყენებენ… ეს ჩემი მეგობრები კი არა, არამედ გარედან შემოსულები იყვნენ. ისინი თავიანთ მიდამოში მშვიდობას არ დაარღვევდნენ”. წავლენ თუ არა თელიპ-ქუორთის ბატონებისგან შეუმჩნევლად – ფიქრობდა უცმი ნაცნობ ხროვაზე. თუ, ბელადი კლდიდან ფხიზელი მზერით გადმოჰყურებს თავის რეგიონს, მაშინ სასიკვდილი ბრძოლა, ხროვასა და დაუპატიჟებელ სტუმრებს შორის, გარდაუვალია. ვერ მოვასწარი სიტუაციის გააზრება, რომ ჩიტების ჩუმ ჭიკჭიკში მგლების ღრიალი მომესმა. თითქოს და ფეხრთ ქვეშ მიწა იძვროდა. დამიჯერებთ თუ არა, მეგონა, რომ თათების დარტყმის ხმა მესმის და ვხედავ პრიალა ეშვების ელვარებას. ყველაფერი ეს 20 წუთი გრძელდებოდა.

 გამთენიისას, ნამაზის (ლოცვა ისლამში) აღსრულების შემდეგ, უკვე შეყრილი ხალხის გროვისკენ გავემართე, რომლებიც სამ მოკლულ მგელს დაჰყურებდნენ მთის ფერდობზე, სადაც ორ ხროვას შორის ეს სასიკვდილო შეტაკება შედგა. ქვემოთ, კლდის ძირში, იპოვეს მეოთხე დაფლეთილი, დაჭრილი თეთრი მგელი. საკუთარი კანონის წესით, მგლები დაჭრილ მგელს ცოცხალს არ ტოვებენ, საკუთარი ხროვისასაც კი. მათი ჩვეულების მცოდნე – ამბობდა უცმი, აქეთ-იქეთ ვიყურებდი, ხომ არ იმალებოდა შემსრულებელი. და არ შევმცდარვარ. ტყიდან ხშირად გადმოგვხედავდა და ნერვიულად შფოთავდა ჩემი ძველი ნაცნობი – ხროვის ბელადი. თითქოს ჩემი მზერის დაჭერას ელოდებოდა, და როდესაც მას წააწყდა, საკუთარი საქციელით კმაყოფილი ტყეში მიიმალა.

 ხალხი ბექს მიაწყდა, ზოგი ფიწლით, ზოგი ჯოხით ხელში, რომ ბოლო მოეღოთ დაჭრილი მგლისთვის. მივხვდი, რომ ბრბოს თხოვნით ვერ შევაჩერებდი, ამიტომ ჰაერში ორი გასროლა განვახორციელე და განვაცხადე: – “ის ვინც კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს მგლისკენ, ვფიცავ, მესამე გასროლა მისთვის იქნება”, – თავად კლდისკენ გავეშურე. დაჭრილი მგელი იწვა, სისხლისგან იცლებოდა, უძლურად ცდილობდა თავის გატოკებას. მისი მდგომარეობა ჩემთვის გასაგები იყო, მაგრამ დახმარების გარეშე სახლამდე ვერ მივიტანდი. ორი ახალგაზრდა ბიჭი ჩემი მზერით მიხვდა თუ რა მიჭირდა და ჩემსკენ გამოეშურნენ: “მზად ვართ დაგეხმაროთ უცმი, დიდი ალბათობით მგელი ჩვენს ინტერესებს იცავდა, თუ მისი გადარჩენა კიდევაა შესაძლებელია”. – “კარგი ვეტერინარი ვიცი. მას ახლა მხოლოდ სიმშვიდე დაეხმარება, ჩემს ქოხში უნდა მივიტანო”, – ამბობდა აღელვებული უცმი.

 ზოგიერთი თანასოფლელი უკმაყოფილო იყო, რომ უცმის მგლის გადარჩენა სურდა…

 ყოველდღიურად მტკიცდებოდა მეგობრობა უცმისა და თეთრ მგელს შორის. სოფელში ბევრი საუბარი იყო. ერთნი ამტკიცებდნენ, რომ სოფელი ცენთაროი, მშვიდად ცხოვრობდა მრავალი წელი, რადგან მას თელიპ-ქუორთის მგლები იცავდნენ. მეორენი კი ამბობდნენ, რომ თითქოს უცმის, თელიპ-ქუორთში, მგლების ბუნაგში, მოკლული ცხვრის, ძროხის ხორცი მიჰქონდა და ამიტომ იცავდნენ მგლები სოფელს. მაგრამ, როგორც არ უნდა ყოფილიყო, სოფელში ნამდვილად სიმშვიდე იყო გამეფებული.

 უცმიმ მგელს სახელიც მისცა – თურფალ (ჩეჩნ. გმირი). როდესაც ამ სახელს წარმოსთქვამდა, მგელი ფეხზე წამოხტებოდა, და ყურებდაცქვეტილი შეჰყურებდა თავის მხსნელს. უცმის ხორცის დიდი ნაჭრები და წყალი მიჰქონდა მისთვის და მეგობრულად, ერთმანეთისთვის ხელის შეშლის გარეშე ნადიმიბდნენ ხოლმე.

 მაგრამ, მალე განშორების ჟამი დადგა. უცმი თურფალთან ერთად თელიპ-ქუორთისკენ გაემართა. გადმოკიდულ ლოდს მიუახლოვდნენ თუ არა, მგლების სწორი დგომი და თავაწეული, ბელადი დაინახა, თითქოსდა, შეტაკება იყო მოსალოდნელი. მან უცბად გაიფიქრა – “ნუთუ მე გამოვკვებე და აღვზარდე უცხო”, მაგრამ თურფალისკენ მობრუნებულმა მის მბრწყინავ თვალებში შეხვედრის ბედნიერება ამოიკითხა. გადავწყვიტე, რომ ახალა წასვლა შეიძლებოდა და წყაროს ავუყევი. მესმოდა, რომ ჩემი არყოფნა თურფალისთვის უკვე საფრთხეს არ წარმოადგენდა. განზე გამდგარი ვხედავდი, რომ ხროვა სიხარულით შეხვდა თურფალს. შევტრიალდი და სახლში წავედი.

 მაგრამ, ჩემი მეგობრების ტრაგედია ამით არ დამთავრებულა. შაბათ დღეს თელიპ-ქუორთის თავზე გასროლების ექო გაისმა. ორი საათი არ გასულა, რომ საიდის ბიჭებმა ძუ მგელი მოკლეს და მგლის ორი ლეკვი მოიყვანეს. საიდის ეზოში შეკრებილი ხალხის ბრბო, ჯერ კიდევ პატარა, ლეკვებს აღიზიანებდა. ძმების საქციელით უკმაყოფილო უცმი, მიუახლოვდა და გამოლანძღა ისინი. ის ხომ ყოველთვის აფრთხილებდა – მგლები არ პატიობენ. ლეკვები ტომარაში ჩადო და ბუნაგთან მიიტანა. თუმცა, ვიცოდი – ამბობდა უცმი, – რომ მგლები ლეკვებს არ მიიღებდნენ, მაინც იმედი მქონდა, რომ მე რომ დამინახავდნენ მათ ცოცხალს დატოვებდნენ. მაგრამ, კანონი დაუნდობელია… ერთი კვირის შემდეგ, ლეკვების ბედზე დარდით შეპყრიბილი, კვლავ მივიდა ბუნაგთან. მისი წუხილი უმიზეზო არ აღმოჩნდა. დახოცილი ლეკვები წყაროსთან ელაგა.

 თითქმის ერთი თვე გავიდა. მაგრამ, მგლები კვლავ არ გამოჩენილან თავიანთ ბუნაგში. მსგავს შემთხვევაში, მგლები სამუდამოდ ტოვებენ საკუთარ საცხოვრებელს.

 როგორღაც გვიან საღამოს უცმი ნადირობიდან ბრუნდებოდა, როდესაც მის შესახვედრად,დიდი ხნის უნახავი თურფალი გამოვიდა. ის, თითქოს, თავისკენ იხმობდა, თითქოს ცდილობდა მისთვის რაღაცის ჩვენებას. “მოვიდა, – თქვა ბედნიერმა უცმიმ, – მაგრამ რით?!” მგელი ახლა უკვე არ ხუმრობდა და დაიბღვირა მისი მისამართით. მიდიოდა, თან გზადაგზა ჩერდებოდა და უცმის თავისკენ იხმობდა. თითქოსდა, დასახმარებლად.  – როდესაც მგელი საიდის ნაკვეთისკენ გაემართა, მე შიშმა და დაბნეულობამ შემიპყრო… ეს შიში უსაფუძვლო არ აღმოჩნდა. ერთამნეთისგანს არც ისე მოშორებით საიდის მოკლული ვაჟები იწვნენ. თავად ის მძიმედ იყო დაჭრილი. ნახევარ მეტში, მათ მიერ დაჭრილი ხროვის მოხუცი ბელადი იწვა. მე ტყის სიღრმისკენ მიმავალი თურფალისკენ მივიხედე და ცოტა ხმამაღლად წარმოვსთქვი: “ეს რა ჩაიდინე?”

 ჩემი შიში გამართლდა… საიდის სახლში ხალხი დაკრძალვაზე იყო შეკრებილი. მან გვიამბო: – “ჩემმა ვაჟებმა დანაშაული ჩაიდინეს და სიკვდილით აგეს პასუხი. როდესაც მგლები მათ თავს დაესხნენ, დახმარება მინდოდა, მაგრამ ბელადი ძირს მაგდებდა და არ მიშვებდა. მე არაფერს მიშავებდნენ მანამ, სანამ ბელადი არ ავჩეხე, რომელმაც სიკვდილამდე მოასწრო და ორჯერ მიკბინა. მაგრამ, აქ თურფალი გამომექომაგა და ძირს დამაგდო, ამით სიკვდილი ამარიდა. სხვა მგლებს არ მისცა ჩემთან მოახლოების საშუალება. მათ ცალ-ცალკე დაგვტოვეს. თურფალი მარტო წავიდა.

 სავსემთვარიან ღამეს მის სახლში წმინდა გალობა – ზიქრი სრულდებოდა, ხოლო თელიპ-ქუორთის მხრიდან მგლების ყმუილი ისმოდა, მსგავსი ზიქრის გალობისა. თითქოს, ჩვენთან ერთად იზიარებდნენ ამ ტკივილს…

 ასე, ჩვენი ცხოვრებაც უწყვეტ კავშირშია ბუნების ჰარმონიულობასთან. ჩვენ ჩეჩნები, მგლების მსგავსად, არ ვპატიობთ უდანაშაულოდ მოკლული ძმებისა და დების სიხლს. ჩვენ არ ვპატიობთ ღალატს. ამაყი, ჩეჩენი დაუმორჩილებელი ერი, რომლის გატეხვაც სურთ, მუხლი უნდათ მოადრეკინონ, წაართვან საკუთარი ბუნაგი, კანონები. მერამდენე წელია, რაც ტანჯვა-წამებაში ამყოფებენ, სურთ აღაგავონ პირისაგან მიწისა.

 და თქვენ როგორ ფიქრობთ?! მგლის ხროვა ყალყზე არ წამოდგება?! გგონიათ ისინი არ დაანახებენ საკუთარ ეშვებს დაუპატიჟებელ სტუმრებს, რომლებიც კეთილი საქმისთვის არ მოსულან. ყოველი ბელადი, დაუფიქრებლად დადგება საკუთარი ხროვის სადარაჯოზე, იბრძოლებს ბოლო წვეთამდე, რადგან როგორც უცმი ბაბუა ამბობდა, ბელადის სიძლიერე – მშობლიური ხროვაა, ჩეჩნების ძალა  – ერთობა, პატიოსნება, რწმენა და მისი წმინდა, მშობლიური მიწაა. მიწა, რომელიც გაჟღენთილია მათი საუკეთესო ვაჟების მიერ დაღვრილი სისხლით, დედებისა და მოხუცების მწარე ცრემლებით.

 ჯერ კიდევ 40-იან წლებში, როდესაც ჩეჩენი ერი არაფრის გულისთვის გაასახლეს ყაზახეთში, წინაპრები, მოხუცები რომლებმაც თავისი დრო წუთისოფელში თითქმის მოათავეს, თვალზე ცრემლით და ცხარე ტკივილით გულში, მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდნენ – საკუთარ, მშობლიურ მიწაზე. შიშობდნენ, რომ კვლავ ვეღარ ნახავდნენ მას. შიშობდნენ, რომ სიკვდილის შემდეგ უცხო მიწას მიაბარებდნენ მათ გვამებს…

 გასახლების თაობაზე, რომ გაიგო უცმი ბაბუამ, მუჭით მიწა აიღო, ცხვირსახოცში გაახვია და თან წაიღო უცხო მხარეში. იქ მრავალი წელი ინახავდა, უფრთხილდებოდა როგორც ყველაზე ძვირფასსა და წმინდას, ვიდრე მისი სიცოცხლესთან განშორების ჟამი არ დადგა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, საკუთარ ვაჟს სთხოვა, მოეტანა ნაჭერი მშობლიური მიწისა, რომელიც მრავალი წელი მის ჩემოდანში ინახებოდა. ხელების კანკალით გახსნა კვანძი. პატარა ბავშვივით ტიროდა. ხარბად აიღო ხელში, კოცნიდა და თან ამბობდა: “სამწუხაროა, რომ ჩემს ნაშთებს შენ არ მოგაბარებენ, მაგრამ დაე ჩემს სუდარას პირველი ეს ერთი მუჭა მოაყარონ”.

 შემდგომ ირგვლივ მყოფებს გადახედა და ნელა განაგრძო თავისი თხრობა: – “ჩვენ ვცხოვრობდით და ეჭვი არც გვქონია, რომ გასახლებას გვიპირებდნენ. მაგრამ, ერთ ლამაზ დილას, მოვიდა ჩვენი დროც. სოფელს სამხედრიებმა ალყა შემოარტყეს – ისინი ყველგან იყვნენ: ყოველ ეზოში, უბანში და ტყეშიც კი. ჩვენ ნაბრძანები გვქონდა, სწრაფად მოვმზადებულიყავით გასამგზავრებლად, რომ თან მხოლოდ ყველაზე საჭირო წამოგვეღო, ზუსტად იმდენი, რამდენის ტარებასაც ხელით შევძლებდით.

 ჩვენი ქვეითთა კოლონა, НКВД-ს თანმხლებით, სოფლიდან რაიონის გზას გაუდგა. გზა ტყის გავლით გადიოდა. ჩვენ სოფელ ახქინჩუ-ბორზოიმდე (Ахкичу-Борзой), მივედით, რომ წინ მიმავალნი,  რაზმის ბრძანების გარეშე, გაჩერდნენ. მეთაურის ხმა გაისმა: “ვინ გასცა კოლონის შეჩერების ბრძანება. ეი, თქვენ, წინ, რატომ გაჩერდა კოლონა?!” წინ მიმავალმა რაზმმა უოასუხა: – “მგელმა გზა ჩაგვიკეტა!” – “მაშ, ჩაცხრილეთ იგი!”.

 ეს თურფალი იყო.  თავისი მზერით ძველ ნაცნობს, უცბის, ეძებდა. ბოლოს, თვალით ერთმანეთი იპოვეს. ის თვალებით მეკითხებოდა: – რატომ მიდის თქვენი ხროვა? სად მიდიხართ? რა მოხდა? თქვენი წასვლის მიზეზი ჩვენი უკანასკნელი შეიტაკება ხომ არ ყოფილა. მე, ვიცოდი, თუ რა მოხდებოდა მომდევნო წუთებში, ამიტომ მგლისკენ გავექანე. მაგრამ, ვერ მოვასწარი ათიოდე ნაბიჯის გადადგმა, რომ ავტომატის ჯერმა ძირს დაანარცხა თურფალი. – რა უგუნურებაა! – ჩურჩულით, მკვდარ თეთრ მეგობრს ჩახუტებულმა წარმოვთქვი და ავტირდი. – შენ მაინც რაში მიგიძღვოდა ბრალი? ირგვლივ ყველა გაოცდა, განსაკუთრებით რაზმი, მაგრამ, ამას მოჰყვა ბრძანება “წინ” და კოლონა დაიძრა. მე ჯერ ისევ მეგობარს დავტიროდი. ხოლო ჩეჩნები, ვინც ჩვენი მეგობრიბის შესახებ იცოდნენ, მხარზე ხელის დადებით მამხნევებდნენ, გვერდით ჩავლისას თანაგრძნობას გამოხატავდნენ. როდესაც ყველამ ჩაიარა, მეთაური, რომელმაც გასცა ბრძანება “დახვრიტეთ მგელი” მომიახლოვდა და წარმოსთქვა: – ” ბოდიში ბაბუ, მე ხომ არ ვიცოდი. ეს მგელი ჯერ კიდევ სოფელ ცენტაროიდან მოგვყვებოდა, მე უბრალოდ ვერ მივხვდი…” და ამ სიტყვებით მან ჯარისკაცებს უბრძანა, მოხუცს მეგობრის დამარხვაში დახმარებოდნენ. და მე დავკრძალე თურფალი მსხლის ხის ძირში. – ” აი იქედან ავიღეს ეს ერთი მუჭა მიწა” – დაამთავრა მან ამბავი.

 ამ უკანასკნელი მოგონებებით, მშობლიურ მიწაზე ქვითინით, ის ალაჰთან წავიდა… აი რას ნიშნავთ მამათა წმინდა მიწა. აი, რა ნიშნავს მშობლიური ბუნაგი, ხროვა, ღირსება. ასე, ბაბუს მსგავსად, დაგვტოვეს ბევრმა სხვა წინაპართაგანმა. ასე  სასურველი ბუნაგის ზღურბლზე კვლავ დაბიჯების გარეშე. მკერდში მთის სუფთა ჰაერის შეუგრძნებლად, სადაც გარეული მცენარეების სურნელი საუბრობდა მშობლიურსა და ახლობელზე, საკუთარზე. ეს წმინდა მიწაა, რომლისთვისაც დღეს სისხლი იღვრება. და ეს სისხლის პირველი წყაროები არ არის. ეს არც დღეს არ დაწყებულა. ეს შორი, წარსულის წლებიდან, შეიხ მანსურისა და შამილის პერიოდიდან მოდის.

 მიწას საუბარი რომ შეეძლოს!!! მიწა, რომელმაც შობს და თავის სასუფეველში მიჰყავს. რამდენ სისხლიან იასტორიას გვამცნობდა! დაუპატიჟებელი მტრების მიერ განადგურებულ, რამდენი ჩეჩენი ოჯახების ბედზე მოგვიყებოდა?! გვიამბობდა ისე და იმდენს, რომ ჩვენი ყურებისთვის აუტანელი ტკივილის მომანიჭებელი იქნებოდა ამ სასტიკი სიმართლის მოსმენა. ტკივილისგან ალბათ ვიყვირებდით: “კმარა! გეყო!…” მაგრამ ეს ისტორია თაობიდან თაობას გადაეცემა. დღეს, მგლის ხროვის ბელადი ყალყზეა წამომდგარი, და არ დაწყნარდება, სანამ მტერი არ დატოვებს მათ მშობლიურ, წმინდა მიწას.

იხილეთ სტატია რუსულად

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s